ბოისა
ღვინოები
ბოისა ნალი რქაწითელი 2020
ნარინჯისფერი (ქარვისფერი) მშრალი ღვინო. ხელით ნაკრეფი მტევნები, ბუნებრივი ფერმენტაცია, ხანგრძლივი მაცერაცია, 6-თვიანი დაძველება საუკუნოვან ქვევრებში.
რქაწითელი ქართული ენდემური ჯიშია, რომელიც ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სახეობის სტატუსსაც კი ატარებდა.
მოცულობა: 0.75 ლ
ალკოჰოლის დონე: 13.0%

ბოისა & თავანკარი საფერავი 2020
ღვინო დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც აღებულია ბაბანეურის ზონაში, კახეთის რეგიონში. დაყენებულია ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით. ხასიათდება ბროწეულის მუქი ფერით და ოდნავ მუხის ნოტებით, გამოირჩევა შავი ალუბლისა და მაყვლის არომატით. სავსე, ხილით მდიდარი ღვინოა, ძლიერი ტანინებითა და ხანგრძლივი გემოთი.
მოცულობა: 0.75 ლ
ალკოჰოლის დონე: 14.0%

ბოისა & თავანკარი ქისი მწვანე 2022
ღვინო დამზადებულია ჯიშური ყურძნიდან ქისი და მწვანე, რომლებიც მოყვანილია სოფელ „ახმეტაში“, კახეთის რეგიონში. ღვინო გამოირჩევა სასიამოვნო ღია ოქროსფერი ფერით და მსუბუქი ტანით, ტროპიკული ხილისა და ველური ყვავილების არომატით. გემო მსუბუქია, ზომიერი დასრულებით.
მოცულობა: 0.75 ლ
ალკოჰოლის დონე: 13.0%

