ჩემს შესახებ

ვლადიმერ ბოისა

ავიბადე 1981 წელს, საქართველოში, ქალაქ რუსთავში. გამომდინარე იქიდან, რომ ვიზრდებოდი აქტიური სპორტსმენების ოჯახში, მალევე გამიტაცა კალათბურთმა, რომელიც საბოლოოდ ჩემი ცხოვრების განუყოფელ და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად ჩამოყალიბდა. საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშის შემდეგ, 17 წლის ასაკში გადავბარგდი სლოვენიაში, სადაც გავატარე ჩემი კარიერის საუკეთესო წლები და რომელიც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გახდა მეორე სამშობლო. ლუბლიანას “ოლიმპიაში” 7-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ჩემი სპორტული გზა გამიძღვა იტალიაში, რუსეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და ხორვატიაში და საბოლოოდ დამაბრუნა სამშობლოში – საქართველოში – სადაც 2013 წელს დავასრულე კიდევაც აქტიური სპორტული კარიერა. ჩემი საკალათბურთო კარიერის ყველაზე საამაყო მიღწევა გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა, რისი პატივიც 15 წლის განმავლობაში მეძლეოდა.

სათამაშო მოედანთან გამომშვიდობების შემდეგ, მოღვაწობა გავაგრძელე საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, რამაც საშუალება მომცა გამომენახა დრო ჩემი დიდი გატაცებისთის – მეღვინეობისთვის – რომელიც თანდათან მიყალიბდებოცა წლების განმავლობაში. მე ძალიან ამაყად და იღბლიანად ვთვლი თავს, რადგან გარშემორტყმული ვარ დიდებული ადამიანებითა და პროფესიონალებით, რომლებიც დაუღალავად მიზიარებენ საკუთარ რჩევებსა და სიბრძნეს, რადგან მეძლევა საშუალება ვემსახურო ღვინის დაყენების ძირძველ ქართულ, ტრადიციულ მეთოდს და თითოეულ ბოთლში ჩავაქსოვო ჩემი სული. სიამოვნებით გასახსენებელ წარსულში მეღვინეობით ჩემი გატაცება გადაიზარდა ღვინის ბრენდის წარმოებაში, რამაც საბოლოოდ საფუძველი დაუდო კიდევ უფრო დიდ … “ბოისას” ბრენდის ისტორია.

Vladimer Boisa, marani, Telavi, Georgia
Vladimer Boisa, Tbilisi, Gerogia
Vladimer Boisa, marani, Telavi, Georgia