სპირტიანი სასმელები

ღვინის ბრენდი

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მისი კლიმატი, ნიადაგი და ენდემური ვაზის სახეობები ერთობლიობაში ქმნიან იდეალურ პირობებს პრემიუმ ხარისხის ღვინის ბრენდის წარმოებისთვის. ქართული ღვინის ბრენდის წარმოების ტრადიცია სათავეებს იღებს მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან, რის შემდეგაც მან მოიპოვა არაერთი საერთაშორისო პრიზი და დაიმსახურა მსოფლიო აღიარება. 1990 წლამდე, აღნიშნული სპირტიანი სასმელი ცნობილი იყო როგორც ქართული კონიაკი, მაგრამ ახლა მათ დაუბრუნდა ქართული ბრენდის სტატუსი. ``ბოისას`` ღვინის ბრენდი დამზადებულია კლასიკური მეთოდით, თეთრი ღვინის დისტილატისგან, რომლიც, თავის მხრივ, დამზადებულია კახეთის რეგიონში, ალაზნის ველზე, მოყვანილი ვაზისგან, რაც ბრენდის სძენს განსაკუთრებულ არომატს.

ბოისას V.S.O.P. ღვინის ბრენდი

დამზადებულია ნარჩევი სპირტისსგან, მუხის ჭურჭელში მინიმუმ 7-წლიანი დაძველებით. აღნიშნულ ბრენდის ახასიათებს გამჭვირვალე, გახუნებული ოქროს ფერი, სასიამოვნო და რბილი შეგრძნება სასაზე და მუხის პიკანტური ტონებით გაჯერებული მდიდარი ბუკეტი.

მოცულობა: 0.7 ლ
ალკოჰოლის დონე: 40.0% ABV

Boisa V.S.O.P. Georgian Brandy 0.7L

ბოისას Boisa X. O. ღვინის ბრენდი

პრემიუმ ხარისხის ღვინის ბრენდი, რომელიც წარმოადგენს მუხის კასრებში მინიმუმ 14-წიანი დაყოვნების რჩეული სპირტების ნაზავს. აღნიშნული სპირტები მიღებულია ალაზნის ველის ვენახებიდან დამზადებული ღვინისგან, რომელიც ცნობილია გამორჩეული და სურნელოვანი ბრენდით. ეს მუქი ქარვისფერი, მოელვარე, სასმელი გამოირჩევა მდიდარი და კომპლექსური ბუკეტით, რომელშიც მუხის ტონებთან ერთად შეინიშნება ხილის ჩირის არომატიც და რომელიც მომხმარებელს რბილ და ხანგრძლივ გემოს ჰპირდება.

მოცულობა: 0.7 ლ
ალკოჰოლის დონე: 40.0% ABV

Boisa X.O. Georgian Brandy 0.7L
სპირტიანი სასმელები

ჭაჭა

ჭაჭა არის ღვინის ნარჩენი მასალისგან დამზადებული ბრენდის ქართული სახელწოდება.

ბოისას ჭაჭა

ორნახადი, ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული, რქაწითელისა და საფერავის ჭაჭა.

მოცულობა: 0.50 l
ალკოჰოლის დონე: 47.0% ABV

Boisa chacha 0.5L