საქართველო

8,000 მოსავალი

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მეღვინეობის ტრადიციის 8000 წელს ითვლის, რის გამოც მას, სრულიად დამსახურებულად, “მეღვინეობის აკვნად” მოიხსენებენ. არქეოლოგიული მასალები ადასტურებენ, რომ ვაზის მოყვანისა და მეღვინეობის ტრადიცია სათავეს იღებს ადრე ნეოლითური ხანიდან და მან გაუძლო ათასწლეულებს. მაშასადამე, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ისეთი სიტყვები როგორებიცაა, vino, vin, wine მომდინარეობენ ქართული სიტყვიდნ – “ღვინო”.

ადგილობრივი მეღვინეობის განუყოფელი ნაწილია მოზრდილი თიხის ჭურჭელი – ქვევრი – რომელიც სხვადასხვა ზომებში გვხვდება (50-დან რამდენიმე ათას ლიტრამდე). მიწაში ჩამარხული ქვევრი ღვინის მასალას უნარჩუნებს ფერმენტაციისა და დაღვინებისთვის აუცილებელ ოპტიმალურ და სტაბილურ ტემპერატურას. ღვინის წარმოების ეს უძველესი მეთოდი დღემდე შემონახულია საქართველოში, ხოლო UNESCO-ს მიერ კი შეყვანილია ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

ქართული კულტურისთვის მეღვინეობის მნიშვნელობის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია. ქართული მეღვინეობის ტრადიციამ არაერთ გამოცდას გაუძლო, განსაკუთრებით ომიანობის პერიოდებში, რომლებიც ხშირი იყო საუკუნეების განმავლობაში. ვენახები ყოველთვის წარმოადგენდნენ მარბიელების სამიზნეს, რომლებიც ებრძოდნენ და ანადგურებდნენ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, რათა გაეტეხათ ქართველების მებრძოლი სული. საბედნიეროდ, ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ მედეგი და მოხერხებული აღმოჩნდა და ნაკვეთების მაღლობებზე გადატანითა და ვენახის დაუღალავი გაშენებით შეინარჩუნა ძირძველი ტრადიცია. ლეგენდის თანახმად, თითოეული ქართველი მეომარი სამოსელით ატარებდა ვაზის რქას, რათა ბრძოლის ველზე მისი დაცემის შემთხვევაში, მის საფლავზე ვაზი ამოსულიყო. სწორედ ასეთმა თავდადებამ შემოგვინახა ვაზის 525-ზე მეტი ენდემური ჯიში და დღეს საქართველო მსოფლიოში ცნობილია, როგორც მეღვინეობის ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი ტრადიციის მქონე ქვეყანა, 8000-ზე მეტი მოსავლით.

დღეს ეს ტრაფიცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ჩაქსოვილია მოსახლეობის ეროვნულ და კულტურულ იდენტობაში და წარმოადგენს მისი სტუმართმოყვარეობისა და მებრძოლი სულის სიმბოლოს. ღვინო ქართველების ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით წმინდა რიტუალებსა და დღესასწაულებში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

Georgia, Kakheti, Kavkaz
Gerogia history, Marani
Erkatsiteli, Georgia, Telavi
Gruzija, Kakheti, Telavi, Marani Boisa - qvevri